შაბათის სკოლის მეექვსე კლასის, მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები
- 01 ივლისი, 2022
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,
შაბათის სკოლის მეექვსე კლასის მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის პირველადი შედეგები:
შაბათის სკოლის მეექვსე კლასის, მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის სწორი პასუხები ვარიანტების მიხედვით იხილეთ აქ:
პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება 2 და 3 ივლისს 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com.
შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის შედეგად, სკოლის მე-7 კლასში, მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე არაუმეტეს 50 მოსწავლე (განმარტება: 50 მოსწავლეზე მეტი, წერის შედეგად, სკოლაში არ მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 51-ე მოსწავლეს და 50-ე მოსწავლეს ექნებათ x (თანაბარი) ქულა, შემაჯამებელი წერით მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს x-ზე მეტი ქულა). შეგახსენებთ, კომაროვის სკოლაში, ,,შაბათის სკოლის“ შემაჯამებელი წერით, მე-7 კლასში არ მიიღება 50 -ზე მეტი მოსწავლე (კიდევ ერთი მაგალითი: თუ რეიტინგით 43-ე მოსწავლეს ექნება 30 ქულა, ხოლო რეიტინგით 44-ედან 51-ის ჩათვლით მოსწავლეებს ექნებათ 29,9 ქულა, შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელიწერით სკოლაში მიიღება 43 მოსწავლე).
საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 6 ივლისს 18 საათამდე
კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას!